აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში ავიაცია ჩაერთო.
სურსათის ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, უკვე შეიწამლა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ანჟელში
არსებული ფართობები და სიმინდის ნათესები.
სააგენტოს ცნობით, სამეგრელო-გურიის საზღვარზე ის ტერიტორიები, სადაც
შესაძლებელია ავიაციის გამოყენება, ეტაპობრივად დამუშავდება.
სააგენტო მოსახლეობას ურჩევს, უსაფრთოხების ზომიდან გამომდინარე,
მოერიდონ და პირუტყვიც მოარიდონ იმ ტერიტორიას, სადაც ქიმიური წამლობა
მიმდინარეობს.მათივე ინფორმაციით, მავნებლის საწინააღმდეგო შეწამლვითი
სამუშაოებისთვის სპეციალური ტექნიკა ისევ მობილიზებულია და ამ
დროისთვის 83 ათასამდე ჰექტარი ფართობია დამუშავებული.
ამავე თემაზე:
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში დღეიდან
ავიაცია ერთვება
მასალის გამოყენების პირობები