გუდაუთაში 1977 წელს დაბადებული დიმიტრი ოზგანი მოკლეს. ექსპერტებმა მის სხეულზე 13 ჭრილობა აღმოაჩინეს. ამის შესახებ „სპუტნიკ აბხაზიას“
პროკურატურის გამომძიებელმა ინარ ამიჩბამ განუცხადა. მისი თქმით, ოზგანს, უცნობმა პირებმა სამი სხვადასხვა ტიპის იარაღიდან ცეცხლი იმ დროს გაუხსნეს, როდესაც ის, 8 ნოემბერს, დაახლეობით 21:50 საათზე, მსუბუქი ავტომობილით ერთ - ერთ კერძო სახლს მიადგა. ბოროტმოქმედები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ჯერჯერობით, უცნობია მკვლელობის მოტივი და ოზგანის საქმიანობის სფერო. აღნიშნულთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
მასალის გამოყენების პირობები