ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის
შენახვა და გადაზიდვა–რეალიზაციის ორი ფაქტი
გამოავლინა. უწყების ცნობით,
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში და სამეგრელოს
რეგიონში ამოღებულია დიდი ოდენობით - ჯამში 3 050 კოლოფი სხვადასხვა
დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის ღირებულება 10 000 ლარს
აღემატება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე
ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 4–დან 6 წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები