2018-2019 სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება, - ამის შესახებ
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა
ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველოს მასშტაბით ჯამში - 74 606 მოსწავლის
მიღებაა შესაძლებელი. გიგაურის თქმით, სავარაუდოდ, წელს პირველ კლასში
55 000-მდე მოსწავლე შევა.
მინისტრის მოადგილემ მშობლებს მიმართა, რომ სკოლები სახლთან ახლოს
შეარჩიონ.
დღეს 2018-2019 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია
იწყება.
მასალის გამოყენების პირობები