ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის
განვითარების კონცეფცია უკვე შედგენილი
და დამუშავებულია. ამ კონცეფციის მიხედვით, დაგეგმილის მწერლის
ცხოვრებისა და შემოქმედების წარმოჩენა, მისი პორტრეტის შექმნა,
ლიტერატურის, ხელოვნებისა და ქვეყნის ისტორიაში მისი წვლილის
ჩვენებით. ასევე, კ. გამსახურდიას ოჯახის მემორიალური გარემოს
რეკონსტრუქცია, მე-19 საუკუნის ეთნოგრაფიული გარემოს
შექმნა-აღდგენა.
სწორედ მასზე დაყრდნობით უნდა მომზადდეს სახლ-მუზეუმის საპროექტო
დოკუმენტაცია. თავის მხრივ, კომპლექსი სწორედ ამ პროექტის შესაბამისად
რეაბილიტირდება.
არსებული
სიტუაცია
შესაბამისი ტენდერი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გამოაცხადა და
მისი ღირებულება თითქმის 34 000 ლარია. ამ ეტაპზე ტენდერში
გამარჯვებულის შერჩევა-შეფასების პროცედურები მიმდინარეობს.
დოკუმენტაციის თანახმად, მასში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდეტმა -
სამშენებლო კომპანია „ივერთმშენმა“ მიიღო.
რაც შეეხება განვითარების კონცეფციას, რომელიც ირმა დოლიძემ, ნინო
ვაჩეიშვილმა, გიგა მისრიაშვილმა და გიორგი სოსანიძემ გასულ წელს
შეადგინეს, კომპლექსში მოეწყობა რამდენიმე ზონა.
სახლ-მუზუემის
გენგეგმა
პირველი იქნება ვიზიტორთა მიღების, საინფორმაციო,
სამუზეუმო-საექსპოზიციო ზონა, სადაც განთავსდება ვიზიტორთა მიღების
სათავსოები.
საექსპოზიციო
სივრცე
კომპლექსის მთავარი, თემატური საინტერპრეტაციო სივრცე
გათვალისწინებულია თანამედროვე ტიპის ნაგებობაში, რომელიც მოიცავს
საგამოფენო დარბაზს, მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების
ექსპონირებით, სადაც ასევე შესაძლებელი იქნება მწერლის ნაწარმოებების
მიხედვით გადაღებული ფილმების, უშუალოდ მწერალზე არსებული დოკუმენტური
ფილმებისა და სხვა ელექტრონული მასალების ნახვა. აქვე სპეციალური
სივრცე დაეთმობა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების
თემას, სადაც შესაძლებელია დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტირაჟირებულ
ასლზე საკუთარი ხელმოწერის გაკეთება და სამახსოვრო სუვენირად
წაღება.
წყარო
საზოგადოებრივ- კულტურული აქტივობების ზონაში ღია ცის ქვეშ არსებული
სცენა კულისებით რეკონსტრუირდება და სცენა გამოიყენება სპექტაკლების,
კონცერტების, საიუბილეო და სხვა მასობრივი ღონისძიებებისთვის.
საგანამანათლებლო-შემეცნებითი პროგრამები განხორციელდება როგორც
დახურულ, ისე კომპლექსის ღია სივრცეში თამაშებისა და
აქტივობებისთვის.
სცენა
რაც შეეხება ეთნოგრაფიულ ზონას, აქ მეგრული კარ-მიდამო
რეკონსტრუირდება შესაბამისი ინტერიერებით: ოდა სახლი ტიპური
ჭერით, იატაკით, ბუხრით, აივნითა და კიბეებით; - ჯარგვალი, მოეწყობა
წყლის წისქვილის მდ. ზანაზე და რეაბილიტირდება ხიდი, აქვე იქნება
მარანი ხეში ამოთლილი საწნახელით და ვარსებული ნალია, ზანას ნაპირზე
კი თევზის და კიბორჩხალის საჭერად ფაცერების მოეწყობა.
ხიდი მდინარე
ზანაზე
უკანასკნელი ზონის სახელწოდებაა „ევროპისაკენ - დამოუკიდებლობით“,
სადაც მუზეუმის ვიზიტორი კარიბჭიდან მიმავალი ცენტრალური ბილიკით,
კომპლექსის სიღრმეში აღმოჩნდება მრავალწლიანი ხე-ნარგავებით დაბურულ
ოაზისში, სადაც მსოფლიოში ყველაზე პატარა მდინარე ზანას ულამაზესი
ხვეული მონაკვეთია. აქ, ისტორიულ წყაროსთან გათვალისწინებულია საბაღე
სკამზე ჩამომჯდარი მამა-შვილის, დიდი კონსტანტინეს და პირველი
პრეზიდენტის ბრინჯაოს სკულპტურული კომპოზიცია; თემას დაასრულებს
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მემორიალური სტელა,
რომელზეც 1918 და 1991 წლების ვერცხლზე ამოტვიფრული აქტებია
ჩამონტაჟებული მრავალფენა გამჭვირვალე მინაში. მინის სტელის საფუძველი
მთის ბროლის უმტკიცესი ქანების მხატვრული ფრაგმენტია. სტელას
აგვირგვინებს საქართველოს მთიანეთში შემორჩენილი ქვა-ჯვარის რეპლიკა,
ასევე მთის ბროლში გათლილი. მუზეუმის თემატური ზონების
გამაერთიანებელი იქნება ეზოს მცენარეული საფარი, მისი დიზაინი და
კეთილმოწყობა.
დამოუკიდებლობის
აღდგენის აქტის მემორიალური სტელა
დასასვენელელი სკამებით, ურნებით,
ბილიკებით, ინგლისური პარკის ელემენტებით, რომელიც ასევე ერთგვარი
გამყოფიც იქნება მუზეუმის მეორე – მემორიალური ზონისგან.
კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ
ძველ აბაშაში მდებარეობს. ის 1987 წელს დაარსდა და იქ 168 სამუზეუმო
ექსპონატია დაცული.
წყლის
წისქვილი
სახლ-მუზეუმის კომპლექსი 19 018კვ.მ. ფართობზეა გადაჭიმული და
რამდენიმე ნაგებობას აერთიანებს: ოდა სახლი, ჯარგვალი, ნალია, ღია ცის
ქვეშ მოწყობილი სცენა, სველი წერტილი, შესასვლელი „კარიბჭე”.
მასალის გამოყენების პირობები