ზუგდიდი-ანაკლიის 10 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციისთვის 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალური საავტომობილო გზის 15-25 კმ-ზე
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის
სახელმწიფო ბიუჯეტი 10 500 150 ლარს გამოყოფს, შესაბამისი ტენდერი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის
ფარგლებში სხვადასხვა სამუშაო შესრულდება, მათ შორის, მოეწყობა
ტროტუარები, ეზოებში შესასვლელები, დამონტაჟდება ახალი საგზაო
ნიშნები.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან
9 თვეში უნდა დაასრულოს. წინადადებების მიღება 15-დან 20 აგვისტოს
ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები