სამეგრელოში კომერციულ აბონენტებს გაზის გადასახადი უძვირდებათ
2019 წლის 1 მარტიდან შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 1 კუბურ მეტრზე იქნება 95 თეთრი დღგ-ს ჩათვლით. ამის შესახებ განცხადებას
კომპანია ავრცელებს. „სოკარის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ფასის კორექტირება ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან გაცვლითი კურსისა და განაწილების ტარიფის ცვლილებითაა გამოწვეული.
ზამთრის სეზონზე, პირველ მარტამდე კომერციული აბონენტები ძველი ტარიფით ისარგებლებენ. ამ ეტაპზე მათთვის 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასი 86 თეთრია.
მასალის გამოყენების პირობები