ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" თეთნულდზე ზაფხულის სეზონი გახსნა.
კომპანიაში ამბობენ, რომ სვანეთში არსებული კურორტი თეთნულდი პირველად უმასპინძლებს ვიზიტორებს ზაფხულში. საბაგიროები ყოველდღიურ რეჟიმში 10:00 საათიდან 16:30 საათამდე იმუშავებს.
კურორტი თეთნულდი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კმ-ში მდებარობს. დამსვენებლებს თეთნულდზე სავარძლის ტიპის ოთხი საბაგირო დახვდებათ. საბაგიროს მეშვეობით კი შესაძლებელია ზღვის დონიდან უმაღლეს წერტილზე 3160 მეტრის სიმაღლეზე მოხვედრა, სადაც თეთნულდისა და უშბის ულამაზესი ხედებია.
კურორტი ჰაწვალი კი თვეზე მეტია მასპინძლობს ვიზიტორებს. ჰაწვალი მესტიიდან 8 კმ-ში მდებარეობს, სადაც დამსვენებლებს ორი საბაგირო ემსახურება. საბაგიროები ყოველ დღე 10:00 საათიდან 17:30 საათამდე მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები