წალენჯიხის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ჩხოროწყუს თეატრალური დასი სპექტაკლს ‘’უჩინმაჩინის ქუდი’’ გაიმართავს. შემოსული თანხა მთლიანად 6 წლის საბა ჯოლოხავას მკურნალობას მოხმარდება, რომელსაც თავის ტვინის მძიმე
დაავადება აქვს. ღონისძიების ინიციატივა წალენჯიხის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრს ეკუთვნის. საქველმოქმედო სპექტაკლი 3 დეკემბრს 15:00 საათზე დაიწყება.
საბა ჯოლოხავას თავის ტვინის სიმსივნე აქვს. ოჯახი საკუთარი სახსრებით მკურნალობის ხარჯების დაფარვას ვერ ახერხებს. ბავშვის ოჯახის წევრების ინფორმაციით, 15 იანვარს საბამ თურქეთში განმეორებითი კვლევები უნდა ჩაიტაროს.
თუ გაქვთ შესაძლებლობა და სურვილი, დაეხმაროთ საბას და მის ოჯახს, გთავაზობთ მათ რეკვიზიტებს:
"თბს" და "საქართველოს ბანკში" გახსნილია ანგარიშები მამის, გია (ნუგზარი) ჯოლოხავას სახელზე.
"თბს" ანგარიშის ნომერი: GE41TB7183745064300011 (გახსნილი ყველა ვალუტაში)
"საქართველოს ბანკის" ანგარიშის ნომერი: GE80BG0000000161776940
ტელ: 599213567
მასალის გამოყენების პირობები