სამეგრელოში გასულ თვეს ხე-ტყის უკანონო მოპოვების 11 ფაქტი გამოავლინეს
საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 01 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 520 ფაქტი გამოავლინეს.
აქედან სამეგრელოში სამეგრელო-ზემო სვანეთში 11 ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 57 ფაქტი.
მასალის გამოყენების პირობები