ჩხოროყუს სოფელ ხაბუმეში ხანძრის შედეგად ბაძაღუების ორსართულიანი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი, სავარაუოდ, ელექტროსადენებს გაუჩნდა.
მერის დავით გოგუას თქმით, მერია ოჯახს 5000 ლარით დაეხმარება.
„დევნილები არიან აფხაზეთიდან, მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. ისინი ამჟამად ნათესავის სახლში ცხოვრობენ. 5000 ლარის გარდა სხვადასხვა დახმარებასაც აღმოუჩენთ. ასევე, შესაბამის ორგანოებთან შუამდგომლობას გაუწევთ სამასალე მერქნის მოპოვებაზე“, - უთხრა რადიო „ათინათს“ დავით გოგუამ.
ადილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, თუმცა მაშველებმა სახლის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
მასალის გამოყენების პირობები