ასლან ბჟანია რუსეთის დედაქალაში გაემგზავრა. ეს მისი პირველი უცხოური სამუშაო ვიზიტია "პრეზიდენტის" რანგში.
ამავე ცნობით, მას ახლავს დელეგაცია "ვიცე-პრემიერის, ფინანსათა მინისტრის - ვლადიმირ დელბას და ვიცე- პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის - ქრისტინა ოზგანის შემადგენლობით". ინფორმაციაში, რომელსაც "პრეზიდენტის" პრესსამსახური ავრცელებს, არ არის დაზუსტებული მოსკოვში ვიზიტის დეტალები.
განმეორებითი არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 22 მარტს ჩატარდა. ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხმების 56.5 პროცენტი მიიღო და გაიმარჯვა. სოხუმში "პრეზიდენტის" ინაუგურაცია 23 აპრილს გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები