ახალი ამბები
ვნანობ, არ იყო სწორი - ზუგდიდელი პედაგოგი სიძულვილის ენის შემცველ სტატუსზე 
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელმა ხათუნა ქვარცხავამ მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა. პედაგოგის განმარტებით, პოსტი, რომელიც მან სკოლის კურსდამთავრებულებს მიუძღვნა, მოსწავლეებთან წარსულში დაკავშირებულ "პატარა წყენას" უკავშირდება. 

"არც მიფიქრია, რომ ამხელა რამე მოყვებოდა ამას. იმ წუთს რაც ვიფიქრე, წყენა რაც გამახსენდა, მხოლოდ ეს დავაფიქსირე. ვნანობ რა თქმა უნდა, რახან ასე გამოვიდა. ჩემი მხრიდან არ ყოფილა სწორი. ნამდვილად ეს არ მიფიქრია, ამაზე რომ მეფიქრა და რაღაცა გამეაზრებინა, რა თქმა უნდა არ დავწერდი. 25 წელია ამ სკოლაში ვმუშაობ, არც ერთი მსგავსი სიტუაცია არ მომხდარა. მე მიყვარს ჩემი საქმე და ვემსახურები მთელი გულით, მთელი არსით. პატარა წყენა იყო, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოხდა და ცუდად გამახსენდა. ეს არ იყო რამე მნიშვნელოვანი, მაგრამ ცუდად მომაგონდა. მხოლოდ ამიტომ დავდე. სხვა დანარჩენს ახლა იძიებს შესაბამისი კომისია, გააკეთებენ ალბათ დასკვნებს, მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან მართლა მიყვარს ჩემი მოსწავლეები, სკოლა და არანაირ ბავშვების დაყოფას არ აქვს ადგილი, ჰკითხეთ ნებისმიერ მოქმედ თუ ყოფილ მოსწავლეს", - აღნიშნა მან. 

ფეისბუქ სტატუსში, რომელიც ხათუნა ქვარცხავამ 2 დღის წინ გამოაქვეყნა ნათქვამი იყო, რომ ის სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ ახალ სასწავლო წელს გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს. პედაგოგი წერდა, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს. 

პოსტი, რომელმაც სოციალური ქსელის მომხმარებლებსა და კურსდამთავრებულებში აღშფოთება გამოიწვია ამ დროისთვის მასწავლებლის გვერდზე არ იძებნება.

პირველი საჯარო სკოლის დირექტორის ნინო გოგინავას განმარტებით, აღნიშნულ საკითხს სამეურვეო საბჭო და დისციპლინური კომიტეტი განიხილავენ, რის შემდეგაც შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

ამავე თემაზე: 

ზუგდიდელი მასწავლებელი კურსდამთავრებულებზე: ზოგიერთის სახელის ხსენება მზარავს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.