ხმაური იყო „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ოფისთან. ოპოზიციური პარტიის საარჩევნო შტაბთან „ქართული მარშის“ წარმომადგენლები იყვნენ მისულები და გიგი უგულავასთან
ითხოვდნენ შეხვედრას. მათ განუმარტეს, რომ უგულავა ადგილზე არ იმყოფებოდა და მათთან გასაუბრებას ვერ მოახერხებდა.
რამდენიმე წუთიანი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ „მარშის“ წარმომადგენლებმა მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. წასვლისას, ამ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი შიხიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უგულავას სადმე „შეხვდება“.
ირაკლი შიხიაშვილი „ევროპული საქართველოსგან“ წუხელ მომხდარი
დაპირისპირების დროს გიორგი გაბედავასთვის ხელის დარტყმის ფაქტის დაგმობას ითხოვდა. მას განუმარტეს, რომ გაბედავასთვის ხელი მათ არ დაურტყამთ და შესაბამისად ბოდიშს არ მოხდიან.
ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი იყო მისული, სამართალდამცავები კამათს შორიდან ადევნებდნენ თვალს.
მასალის გამოყენების პირობები