ზუგდიდის სოფელ რუხის #64-ე საარჩევნო უბნის შენობაში, კენჭისყრის ოთახიდან 5 მეტრში მდებარე ოთახში სუფრაა გაშლილი. როგორც ადგილზე რადიო „ათინათს“ უთხრეს, საკვები
კომისიის წევრებისთვის არაა განკუთვნილი და სუფრა აგიტატორებისთვისაა გაშლილი. აქ მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ მათთან შესვლა და ყავის დალევა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
მასალის გამოყენების პირობები