15:00 საათისთვის ზუგდიდში ამომრჩევლების აქტივობამ 30,4% შეადგინა
15:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩევლის აქტივობამ 30,4 % შეადგინა. საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით,
ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი 36 137 მოქალაქემ დააფიქსირა.
ცესკოს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე 1 279 947 ამომრჩეველი (36,45%) მივიდა.
მასალის გამოყენების პირობები