მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. მეხანძრე-მაშველების მოსვლამდე ხანძარს ადგილობრივები საკუთარი ძალებით აქრობდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით ამ ეტაპზე ცეცხლი ლოკალიზებულია. ადგილზე სამი ეკიპაჟი მუშაობდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მასალის გამოყენების პირობები