წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში სასტუმროს ყოფილ შენობაში აფეთქება მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ბესიკ ფარცვანიასვე ცნობით, ამჟამად შენობაში ენგურჰესის რეაბილიტაციაზე დასაქმებულები ცხოვრობენ და მათი შენობიდან გაყვანა დროულად მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია, თუმცა მაშველებმა მისი ჩაქრობა მოახერხეს. დამწვარია 30 კვ.მ ფართი.
მასალის გამოყენების პირობები