კორონავირუსის გავრცელების გამო, განმუხურის და ქალაქის #4 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე დღეიდან, 27 აპრილის ჩათვლით, გადავიდა.
რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა ბულიას ინფორმაციით, კორონავირუსი განმუხურის სკოლის ორ მასწავლებელს დაუდასტურდა. მისივე თქმით, პედაგოგებს, როგორც მოსწავლეებთან ასევე, თანამშრომლებთან ჰქონდათ კონტაქტი და აქედან გამომდინარე, "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" რეკომენდაციით სკოლა დროებით დაიხურა.
რაც შეეხება ქალაქის მე-2 საჯარო სკოლას, აქ სხვადასხვა კლასის 5 მოსწავლეს კოვიდ-19 გასულ კვირაში დაუდასტურდა.
ინფორმაციისთვის, სწავლების ონლაინ რეჟიმში რჩებიან რუხის სკოლის მე-10 და მე-2 სკოლის მე-8 კლასები. მათი თვითიზოლაციის ვადა 21 აპრილს იწურება.
ფოტო: განმუხურის სკოლის ფეისბუკის გვერდი
მასალის გამოყენების პირობები