ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში ტრანსპორტირების დროს წიწვოვანი სახეობის 12 დაუფირნიშებელი მრგვალი მორი აღმოაჩინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე ავტომანქანის ძარაზე იყო მოთავსებული.
უწყების ცნობით, მძღოლმა შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა, რის შემდეგაც ავტომანქანა დაილუქა.
მასალის გამოყენების პირობები