ახალი ამბები
ჩოგბურთის პირველი კლუბი და ტურნირი ზუგდიდში (ფოტო/ვიდეო)
წლების შემდეგ ზუგდიდში ჩოგბურთის განვითარებას საფუძველი პირველად ჩაეყარა. „საჩოგბურთო სამოყვარულო კლუბის“ დაარსების იდეა მეგობრებს ეკუთვნის. საბა შონიამ, გოგა და ლევან დარსანიებმა კლუბი მაისის დასაწყისში დაარსეს და სამეგრელოში პირველი საჩოგბურთო სამოყვარულო ტურნირის ჩატარებაც უკვე მოასწრეს. მიზანი ჩვენს ქალაქში სპორტის ამ სახეობის განვითარება და კორტების მშენებლობის დაჩქარებაა.

გოგა დარსანია და საბა შონია

„სამივეს, ჩემს მეგობარს საბას და ჩემს ძმას ლევანის, ძალიან გვიყვარს ჩოგბურთი. სამოყვარულო დონეზე ვთამაშობთ, როცა თბილისში ვართ. ხშირად ვსაუბრობდით იმაზე, რომ ჩვენს ქალაქში არ არსებობს ჩოგბურთი. ეს ამ საუკუნეში სირცხვილია, ნამდვილად ძალიან მაგარი სპორტია და ზუგდიდში აუცილებლად უნდა იყოს კორტები“, - გვითხრა გოგა დარსანიამ.

განმუხური, საჩოგბურთო ტურნირი

ახალგაზრდებს კლუბის დაარსებაში და შემდგომ, ტურნირის ჩატარებაში საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია დაეხმარა. როგორც გოგა გვიყვება, მათ ფედერაციამ საჭირო ინვენტარი გადასცა და ტურნირის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაშიც დაეხმარა.

„ყველაზე მთავარი იყო ამ ტურნირის გაპიარება, რადგან სულ ახლახან დავაფუძნეთ და ბევრმა ჩვენს შესახებ არ იცოდა. ფედერაციამ თავის გვერდზე დაგვიდო ინფორმაცია, ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. ზუგდიდის მერიამაც დიდი დახმარება გაგვიწია ტურნირის ჩატარებაში. მოყვარული ჩოგბურთელები ჩამოვიდნენ, როგორც თბილისიდან ასევე რეგიონებიდან, მათ შორის, იმერეთიდან და გურიიდან“, - აღნიშნა მან.
ტურნირის ფინალი განმუხურში 28 მაისს ჩატარდა და გამარჯვებულიც გამოვლინდა. ფინალში ერთმანეთს გიორგი კახიძე და დავით იაძე შეხვდნენ. 16-კაციანი ტურნირის თასი და ფულადი ჯილდო თბილისელმა დავით იაძემ აიღო.

დავით იაძე, ტურნირის გამარჯვებული

„სამოყვარულო კლუბების არსებობა მნიშვნელოვანია საქართველოში, რადგან ძალიან ცოტაა. პირველ რიგში, ასეთი ტურნირები ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდაა. კორტები თუ უკეთესად გაკეთდება, გვექნება შესაძლებლობა მეტ ასეთ ღონისძიებაში მივიღოთ მონაწილეობა“,- ამბობს ტურნირის გამარჯვებული, დავით იაძე.

ტურნირის ორგანიზატორი საბა შონია მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, რაც სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის არის საჭირო, კორტებია. საბამ გვითხრა, რომ საჩოგბურთო მოედნის მშენებლობის საკითხზე უკვე ესაუბრნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

„ვაპირებთ წერილით მივმართოთ მერიას, რათა დაჩქარდეს კორტების მშენებლობა. როგორც ვიცი მისი მოწყობა დაგეგმილი იყო, იმედი მაქვს დაჩქარდება მშენებლობა და ქალაქს მალე ექნება კორტი“, - აღნიშნა საბა შონიამ.

მერიის „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრში“ გვითხრეს, რომ ზუგდიდში საჩოგბურთო მშენებლობის საკითხი დღის წესრიგში დგას და პროექტს, სავარაუდოდ, ქალაქის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან დააფინანსებს. ცენტრის ხელმძღვანელის გოჩა ჩიქოვანის თქმით, კორტები, შესაძლოა, ბენდელიანი ქუჩაზე მოეწყოს, იქ სადაც ამჟამად სპორტკომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.

„რამდენიმე ათეული წლის წინ, 90-იან წლებამდე ფაიფურის ტერიტორიაზე მოწყობილი იყო კორტი. კლუბიც არსებობდა , რომელსაც ნუგზარ მიქავა წვრთნიდა. ჩვენთან სპორტის ყველა სახეობა უნდა განვითარდეს, მით უფრო ჩოგბურთი, რომელიც მართლა ძალიან კარგი სპორტია“, - აღნიშნა ჩვენთან საუბარში გოჩა ჩიქოვანმა.

ინფორმაციისთვის, 2019 წელს ზუგდიდის ყოფილმა მერმა გიორგი შენგელიამ კორტების მშენებლობა დააანონსა. მაშინ, მერმა ისიც თქვა, რომ თუ ახალგაზრდების და ბავშვების მხრიდან დაინტერესება იქნებოდა, ჩოგბურთის სკოლაც გაიხსნებოდა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
დღის სიახლეები
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
10 / ივნისი 2025
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.