ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურას 228 კურსდამთავრებული აბარებს. სულ რეგისტრირებულია 271 აბიტურიენტი,
თუმცა 43 არ გამოცხადდა. ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ქირიას ინფორმაციით, კორონავირუსი არც ერთ აბიტურიენტს არ დაუფიქსირდა და გამოცხადებულებიდან გამოცდაზე ყველა დაუშვეს.
„მშვიდ გარემოში მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი. არც ერთ აბიტურიენტს გამოცდაზე არ დაუგვიანია. რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ გვქონია, ისევ როგორც გუშინ, ორივე სესიამ ნორმალურ ვითარებაში ჩაიარა“, - აღნიშნა ნანა ქირიამ.
ინფორმაციისთვის, აღნიშნულ საგამოცდო ცენტრში გუშინ 36 აბიტურიენტი არ გამოცხადდა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან.
მასალის გამოყენების პირობები