შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განმუხურში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა,
რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, იდენტიფიცირებულია სავარაუდო დამნაშავე და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
ვლადიმერ ვახანიაცოტა ხნის წინ განმუხურში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული ურთიერთშელაპარაკების შედეგად მოხდა.
ინფორმაციისთვის, ვახანია სამართალდამცავებმა 2009 წელს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით დააკავეს. ის პატიმრობიდან 2012 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს. ამავე წელს ვახანია საინიციატივო ჯგუფმა საპარლამენტო არჩევნებზე ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.
მასალის გამოყენების პირობები