ანა წითლიძე: ჩვენს მხარდამჭერს მოსთხოვეს ენმ გახარიასთან გარიგებაში დაედანაშაულებინა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და პარლამენტუის წევრი ანა წითლიძე, "ქართულ ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან, მათ კანდიდატზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.
მისი მტკიცებით, სოფელ ყულიშკარში მცხოვრები ენმ-ს მხარდამჭერი რევაზ გვილია, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ და სხვა პირებმა "ქართული ოცნების" შტაბში დაიბარეს და ფეისბუკზე ენმ-ს წინააღმდეგ მიმართული პოსტის გამოქვეყნება მოსთხოვეს.
"უნდა დაეწერა, რომ ტოვებდა ჩვენს პარტიას და გვადანაშაულებდა გახარიასთან გარიგებაში. სანაცვლოდ დასაქმებას დაჰპირდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში უთხრეს, რომ რუსეთში მის საქმიანობასთან დაკავშირებით ჰქონდათ კომპრომატები, დააკავებენ და რუსეთს გადასცემდნენ. ეს "კომპრომატი" ეხება ბანკის სესხებს",-აღნიშნა მან.
წითლიძე საქართველოს პროკურატურას მიმართავს და საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები