დილა მშვიდობისა უკვე საქართველოდან, 8 წლის შემდეგ - მიხეილ სააკაშვილი
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკვე საქართველოშია. ასევე, ის აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება და მოქალაქეებს 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.
"ყველამ მივცეთ ხმა და შემდეგ, 3 ოქტომბერს შევიკრიბოთ, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი გავავსოთ. თუ 100 ათასი ადამიანი ვიქნებით, ვერავინ დაგვამარცხებს და საქართველო დაადგება ისევ განვითარების გზას. ეს სიღარიბე და საშინელება დასრულდება. აბა თქვენ იცით, თქვენს იმედზე ვარ. ხომ ხედავთ, ყველაფერი გავრისკე, ჩემი სიცოცხლე, თავისუფლებაც, ყველაფერი, რათა აქ ჩამოვსულიყავი. თქვენგან მხოლოდ ერთი რამ მინდა, მიდით არჩევნებზე, ნუ შეგეშინდებათ, ნუ ჩამოუშვებთ ხელებს, ყველაფერი გამოგვივა, აბა თქვენ იცით. მომავალ შეხვედრამდე, სულ მალე თბილისში", - ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
მასალის გამოყენების პირობები