ზუგდიდის #4 საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ "ეი პი ემ ჯორჯიას'' ერთ-ერთი დამკვირვებელი, ირაკლი ყუფუნია უბნიდან გააძევა.
აღნიშნულს ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ.
როგორც ჟურნალისტებს ყუფუნიამ უთხრა, მან ე.წ "კარუსელის" შემთხვევა დააფიქსირა, რის გამოც მას დაუპირისპირნენ.
"ვერც მიხსნიან რატომ გამაძევეს, მე მხოლოდ დარღვევა დავაფიქსირე და დავწერე საჩივარი", - ამბობს დამკვირვებელი.
საოლქო კომისიაში რადიო
"ათინათს" უთხრეს, რომ ისევე, როგორც სხვაგან, ამ უბანზეც საარჩევნო პროცესი კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.
"ნაკადის მომწესრიგებელი არის პარტიიდან დანიშნული კომისიის წევრი, რომელიც მარკირების პროცესის შემოწმებას ახდენს კანონის შესაბამისად, მოწმდება ორივე ხელი. მოქალაქე შევიდა შესაბამის რეგისტრატორთან, მიიღო მონაწილეობა თავისი სახელი და გვარით. ეს შევარდნა იყო ხელის შეშლა, ზეწოლა კომისიაზე", - თქვა #67 საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა.
მომხდარის გამო საუბნო კომისიის ერთ-ერთი წევრი შეუძლოდ გახდა და მისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
მასალის გამოყენების პირობები