ჩერნომორენერგო: ენგურჰესის ტრანსფორმატორზე ავარია ლიკვიდირებულია
ენგურჰესის ავტოტრანსფორმატორზე ავარია ლიკვიდირებულია და აფხაზეთში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგათ. ინფორმაციას კომპანია
"ჩერნომორენერგოს" პრესსამსახური ავრცელებს. უფრო ადრე, ენერგოკომპანია აცხადებდა, რომ ავტოტრანსფორმატორზე ავარიის გამო, მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება პიკური დატვირთვების დროს შეეზღუდება.
მარაოსებრი გათიშვების გრაფიკი აფხაზურმა კომპანია "ჩერნომორენერგომ" 16 ნოემბრიდანაც დააწესა, რაც ელექტროენერგიის მიწოდების 1 საათით შეზღუდვას გულისხმობდა. 23 ნოემბრიდან შეზღუდვების ახალი გრაფიკი სოხუმში ამოქმედდა, კერძოდ, ქალაქის სხვადასხვა უბანზე ელექტროენერგია დღე - ღამეში 4 - ჯერ, თითო საათით ითიშება
ელექტროენერგიის მიწოდებაზე დაწესებული შეზღუდვებს აფხაზი ენერგეტიკოსები ამინდის გაუარესებას და შესაბამისად, მისი მოხმარების გაზრდას, ასევე კრიპტოვალუტის მაინინგს უკავშირებენ.
მასალის გამოყენების პირობები