სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს სამი პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამავე ცნობით, ისინი რუხის კლინიკაში გადიოდნენ მკურნალობის კურსს. მათი ასაკი 60-დან 80 წლამდე მერყეობს. ისინი აბაშის, ჩხოროწყუსა და ზუგდიდის მკვიდრები იყვნენ.
დღის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით, 140-მდე ადამიანი გამოჯანმრთელდა, მკურნალობას აგრძელებს 281 მეტი პაციენტი.
მასალის გამოყენების პირობები