ზუგდიდის სკოლების ნაწილმა ჰიბრიდულ რეჟიმში განაახლა სასწავლო პროცესი
საახალწლო არდადეგების შემდეგ ზუგდიდის როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში, სასწავლო პროცესი დღეს განახლდა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მამუკა ბულიას თქმით, ყველა სკოლამ დაიწყო სასწავლო პროცესი, თუმცა სხვადასხვა ფორმით. მისივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ოთხმა სკოლამ ჰიბრიდულ რეჟიმში განაახლა სწავლა, ერთმა კი ონლაინ.
,,იქ სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებია - პირველი საჯარო სკოლა, კახათის, ჯუმის სკოლა - ამ ეტაპზე ჰიბრიდული სწავლება მიმდინარეობს, ჯუმის სკოლაში ჯერჯერობით დერეფნის სარემონტო სამუშაო მიმდინარეობს და ის ერთ კვირაში განაახლებს სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში’’, - უთხრა რადიო ,,ათინათს'' მამუკა ბულიამ.
მამუკა ბულიას განმარტებით, რეგიონის სხვადასხვა სკოლების 3 პედაგოგი და 4 მოსწავლე კორონავირუსით არის ინფიცირებული.
მასალის გამოყენების პირობები