ახალი ამბები
სოხუმში ოპოზიცია "ხელისუფლებას" მემორანდუმზე ხელის მოწერას და არჩევნების გადავადებას სთავაზობს
აფხაზურმა ოპოზიციამ "ხელისუფლებას" შესთავაზა ხელი მოაწეროს მემორანდუმს სოციალურ -პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციის შესახებ, წერს "ეხო კავკაზა".

კერძოდ, ოპოზიციის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში შეთავაზებულია ორი თვის ვადაში შერეულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ "კონსტიტუციაში" ცვლილებების შეტანა და 12 მარტს დაგეგმილი "საპარლამენტო არჩევნების" ერთი წლით გადადება.

2021 წლის 21 დეკემბერს აფხაზურმა ოპოზიციამ სოხუმში აქცია გამართა. მას შემდეგ, რაც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია აქციის მონაწილეებთან არ გამოვიდა, ოპოზიციის მომხრეებმა ე.წ. პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს. ოპოზიციასა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა. მიტინგის მონაწილეები "პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას და "საპარლამენტო არჩევნების" ერთი წლით გადადებას ითხოვდნენ. მანამდე, "ხელისუფლების" მოწინააღმდეგე რამდენიმე ასეულმა ადამიანმა "სამთავრობო შენობებთან" რამდენჯერმე მოაწყო აქცია. ისინი ბჟანიას "საკონსტიტუციო მოვალეობების უხეშ დარღვევაში" ადანაშაულებდნენ.

23 დეკემბერს კი "პროკურატურამ" გაავრცელა ინფორმაცია "სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ "მასობრივი არეულობის მოწყობისა და მონაწილეობის, ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალადობის ფაქტზე". უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ "აფხაზეთის სახალხო პატრიოტული კავშირის" მიერ ორგანიზებული აქცია იყო არასანქცირებული, აქცია თავდაპირველად მშვიდობიანი იყო, თუმცა "დესტრუქციული ძალების" ჩარევის შემდეგ, ის არეულობაში გადაიზარდა, რასაც სამთავრობო შენობების კომპლექსის დაკავების არაერთგზის მცდელობა მოჰყვა. უკანონო ქმედებების დროს დაშავდა ჟურნალისტი, დაზიანდა "სახელმწიფო ქონება".

8 იანვარს სოხუმის "პროკურატურამ "მასობრივი არეულობების მოწყობის" ბრალდებით, 2021 წლის 21 დეკემბრის აქციის მონაწილე 5 პირი დააკავა. ერთ - ერთ მათგანს, ბაგრატ სურმავას აღკვეთის ღონისძიების სახით 20-დღიანი, კიდევ ორს, ბათალ ცვიჟბას და ასლან ტანიას თვენახევრით პატიმრობა, ხოლო რამაზ ჯოპუას - 22 მარტამდე შინაპატიმრობა მიესაჯათ. აქციის მე - 5 მონაწილის ანრი ინაფშბას სასამართლო 13 იანვარს გაიმართა. მას ერთთვიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ინაფშბამ ლურსმნები გადაყლაპა, რის შემდეგაც ის სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.

ამავე დღეს აფხაზური ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები, მათ შორის ადგურ არძინბა, ახრა ბჟანია და გარი კოკაია, სოხუმის პროკურატურაში გამოცხადდნენ და მათი, როგორც აქციის ორგანიზატორების დაკავება, ხოლო მათი მომხრეები გაათავისუფლება მოითხოვეს. "პროკურატურამ" ისინი, აღნიშნული ოპოზიციონერების ქმედებებში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, არ დააკავა. ამის შემდეგ ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ შედგა შეხვედრა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე- პრეზიდენტთან ბადრა გუნბასთან და მათ გარკვეულ შეთანხმებას მიღწიეს. მისივე თქმით, შესაბამისი დოკუმენტზე ორშაბათიდან დაიწყებენ მუშაობას, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ აუცილებელია მათი დაკავებული აქტივისტების გათავისუფლება.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
30 / მაისი 2025
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
30 / მაისი 2025
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.