ახალი ამბები
ომბუდსმენის აპარატმა ზუგდიდის ა(ა)იპ-ის თანამშრომლის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის თანამშრომლის,  მიმართ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო, დისკრიმინაციის ნიშნები დაადგინა. ომბუდსმენი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს მოუწოდებს, ყოფილი თანამშრომელი სამსახურში  აღადგინოს და მომავალში არ დაუშვას დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები.

„2022 წლის 21 იანვარს სახალხო დამცველმა ააიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში პოლიტიკური შეხედულების ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრატორ-კოორდინატორი თანამდებობიდან ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო გაათავისუფლეს; მოპასუხე მხარის განმარტებით, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა შეუძლებელს ხდიდა, რომ განმცხადებელს მასზე დაკისრებული ვალდებულებები შეესრულებინა. განმცხადებელი კი მიუთითებდა, რომ შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა განპირობებული იყო მისი პოლიტიკური აქტივობით პარტიაში „საქართველოსთვის“ და რომ დამსაქმებელმა ვადაზე ადრე ხელშეკრულება მხოლოდ მასთან შეწყვიტა.

საქმის შესწავლის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ მოპასუხეს ყოველმხრივ არ შეუსწავლია, რატომ ვერ იმუშავებდა განმცხადებელი დისტანციური რეჟიმის პირობებში. საგულისხმოა, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები რაც დაადასტურებდა, რომ განმცხადებელზე დაკისრებული ფუნქციების გაუქმება ნამდვილად დაკავშირებული იყო ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან, მაშინ როდესაც განმცხადებელს ხელშეკრულება სწორედ კოვიდპანდემიის დროს გაუფორმდა. ასევე, ხელშეკრულების შეწყვეტა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე სექტემბრიდან - საგანმანათლებლო პერიოდის დაწყებიდან - მუშაობის აქტიურ ფაზაში უნდა ყოფილიყო, ამ პირობებში კიდევ უფრო გაურკვეველია განმცხადებლისათვის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის მართლზომიერება. გარდა ამისა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრაციას არ მიუთითებია, რატომ შეუწყდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ხელშეკრულება მხოლოდ ამ ერთ თანამშრომელს.

გაცემულ რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს წინასაარჩევნო პერიოდში მუნიციპალური სამსახურებიდან, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ებიდან დასაქმებული პირების პოლიტიკური მოტივებით გათავისუფლების შემთხვევები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა მოუწოდა ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს, აღმოფხვრას განმცხადებლის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგი სამუშაოზე აღდგენის გზით და მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში პოლიტიკური მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.