ზუგდიდში სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს, რომელებიც გამოძიების ინფორმაციით, ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდნენ.
ისინი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით არიან დაკავებულები.
რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.
,,ათინათის'' ინფორმაციით, ორი პირი მსუბუქ ავტომობილზე ხელყუმბარის დამონტაჟებას ცდილობდა.
მოწყობილობა ამ დროისთვის ამოღებულია.
მასალის გამოყენების პირობები