ლელო: ყულევში სანქცირებული ლუკოილის ნავთობით დატვირთული ვაგონცისტერნები დგას
ამ წუთებში ყულევში დგას სანქცირებული ლუკოილის ნავთობით დატვირთული 130 ვაგონცისტერნა, ჯამში საუბარია 7800 ტონა ტვირთზე,
- ინფორმაციას ამის შესახებ პარტია "ლელო" ავრცელებს. პარტიის ცნობით, ყულევის ტერმინალის ხელმძღვანელი ქარიმ გულიევი ათავისუფლებს ცისტერნებს რუსული სანქცირებული ნავთობისთვის, რის შემდეგაც ეს ტვირთი მოხვდება ნეიტრალურ წყლებში.
პარტიაში განმარტავენ, რომ საუბარია რუსულ სანქცირებულ ნავთობკომპანია "Lukoil"-ის ნედლ ნავთობზე, რომელიც მოიპოვება კასპიის ზღვაში მდებარე იური კორჩაგინის სახელობის ნავთობსაბადოზე. პარტიაში მათ მიერ მოძიებულ სქემაზეც საუბრობენ და მას პრემიერის ე.წ. კლანს უკავშირებენ.
მასალის გამოყენების პირობები