ჩხოროწყუსა და მარტვილში უკანონო სახერხი საამქროები აღმოაჩინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობს დეპარტამენტის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ორი არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოში მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი საამქროები საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.
"ნახუნაოში, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, მოქალაქეს ასევე განთავსებული ჰქონდა 4 ერთეული თხმელის (მურყანი) სახეობისა და 1 ერთეული აკაციის სახეობის დაუფირნიშებელი მორი, ასევე - 0,1 კუბური მეტრი მოცულობის თხმელის (მურყანი) სახეობის ფიცარი", - აღნიშნულია გზდ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები