3 ივლისს, კვირას აქცია ზუგდიდის ცენტრშიც გაიმართება. შესაბამისი ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს
და აქციის შესახებ დააანონსეს.
ორგანიზატორების განმარტებით, აქცია-პერფორმანსი 17:00 საათზე დაიწყება და სრულად იქნება სოლიდარული იმ მოთხოვნების მიმართ, რაც თბილისში დაანონსებულ აქციაზეა გაჟღერებული.
"ვინც ვერ ახერხებთ შეუერთდეთ თბილისში დაგეგმილ მთავარ აქციას, გელოდებით ზუგდიდში, საკრებულოს შენობის მიმდებარედ, 3 ივლისს, 17:00 საათზე, აქცია-პერფორმანსზე ,,შინ ევროპისკენ!" აქციის მონაწილეები ზუგდიდის ცენტრალური შადრევნის გარშემო შევკრავთ ცოცხალ ჯაჭვს, რითაც კიდევ ერთხელ გავაგონებთ ჩვენი ქვეყნის დასავლელ პარტნიორებს, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობის არჩევანი ევროპულ სივრცეში ინტეგრაციაა. ევროსაბჭოს მიერ 12 პუნქტის სახით გაცემული რეკომენდაციის შესრულების მიზნით, აუცილებელია გადადგეს ღარიბაშილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს გაცემული რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულებას", - აღნიშნულია აქციის ანონსში.
ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია ზუგდიდში 20 ივნისსაც გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები