11 სექტემბერს ჩხოროწყუს სოფელ მუხურში თაფლის ფესტივალი გაიმართება. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალზე რეგიონის მეწარმეები საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ.
გაიმართება მეგრული სამზარეულოს მასტერკლასი. ამასთან დამყარდება რეკორდი გიგანტური გოზინაყის მომზადებაში.
ფესტივალზე გამოიფინება ხელნაკეთი აქსესუარები და ადგილობრივი რეწვის ნიმუშები. ღონისძიებას ადგილობრივი ბენდის "ჯეოგენის" კონცერტი დახურავს.
ფესტივალის ორგანიზატორია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია, თანაორგანიზატორები კი ასოციაცია სოფლის მეუნეობის განვითარებისათვის (AFAD ), სოფლის განვითარების სააგენტოს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალური სამმართველო და ჩხოროწყუს საკონსულტაციო ცენტრი.
მასალის გამოყენების პირობები