ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი სასწავლო სასწავლო წელი 26 სექტემბერს დაიწყება.
ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ზუგდიდის მერიისა და განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით მიიღეს.
"22-23 სექტემბერს უკვე დასრულებული იქნება ყველა სახის სარებილიტაციო სამუშაო და მზად იქნება სკოლის შენობა მოსწავლეების მისაღებად. ამიტომ გადაწყდა, რომ აქ სწავლა 26 სექტმებერს განახლდება", - აღნიშნა მამუკა ბულიამ.
დღის ბოლომდე გადაწყდება, როდის განახლდება სასწავლო პროცესი მეთორმეტე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვისაც.
საქართველოს მასშტაბით ახალი სასწავლო წელი ხვალ, 15 სექტმბერს იწყება.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ხვალ არ განახლდება - რესურსცენტრი
მასალის გამოყენების პირობები