ახალი ამბები
აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება, მას დახმარება სჭირდება - ლუკაშენკო ბიჭვინთაში ჩავიდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა. შეხვედრა ბიჭვინთის ე.წ. სახელმწიფო აგარაკზე გაიმართა. 

"ჩვენთვის დიდი ხნის ნანატრი და ძალიან მისასალმებელი სტუმარი ხართ", - უთხრა ასლან ბჟანიამ ალექსანდრ ლუკაშენკოს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ 1996 წლის იანვარში, დსთ-ს წევრ სახელმწიფოთა მეთაურთა საბჭოში, სწორედ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოვიდა ომის შემდგომი აფხაზეთის ეკონომიკური ბლოკადის წინააღმდეგ.

"თქვენ თქვით, რომ აფხაზეთის იზოლაცია, ეკონომიკური ბლოკადა არასწორი გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ აფხაზეთმა იცის და აფასებს. ჩვენ გვაქვს კარგი ადამიანური ურთიერთობები. ძალიან კმაყოფილი ვართ თქვენი ჩამოსვლით", - განაცხადა ბჟანიამ.

მან იმედი გამოთქვა, რომ "ბელორუსის პრეზიდენტის ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს ორ ხალხს შორის ურთიერთობას".

ალექსანდრე ლუკაშენკომ მადლობა გადაუხადა ასლან ბჟანიას "კეთილი სიტყვებისთვის". 

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, მისი ვიზიტი აფხაზეთში რაიმე განსაკუთრებულ ვითარებას არ უკავშირდება.

"ჩვეულებრივი მდგომარეობა გვაქვს. ჩვენ არანაირი გეოპოლიტიკისგან არ ვიტანჯებით. ჩვენც თქვენნაირი მშვიდობიანი, კეთილი, შრომისმოყვარე ხალხი ვართ და გვინდა ვიცხოვროთ ჰარმონიაში და ეკონომიკა, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები უნდა გახდეს ჩვენი ურთიერთობების საფუძველი. სხვა გზა არ არის", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიას შესთავაზა განიხილონ, თუ როგორ გააძლიერონ მომავალში ურთიერთობები.

"... მე გამოცდილი ადამიანი ვარ, მრავალი წელია, პოლიტიკაში ვარ. ვისაუბროთ, ვიფიქროთ როგორ ვიცხოვროთ. მთავარი ის არის, რომ აქ ხალხი ღირსეულად ცხოვრობს, რადგან ეს სამოთხეა დედამიწაზე, აქაური ხალხი კი წმინდანები არიან. საბჭოთა დროიდან მახსოვს აქაურობა. ამიტომაც, ჩვენ გვინდა დავამყაროთ არა მხოლოდ მეგობრობის ხიდი, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მან დასძინა, რომ ბელარუსი და რუსეთი ათანხმებენ თავიანთ ქმედებებს.

"გუშინ ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთის პრობლემები ჩვენს უფროს ძმასთან ვლადიმერ პუტინთან... ბევრი ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე და მივედით იმ დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება.. მას დახმარება სჭირდება, რათა ამ აყვავებულმა მხარემ და მისმა ხალხმა ნორმალურად იცხოვრონ...რუსეთი მზად არის მხარის შეაშველოს აფხაზეთს. დღეს დადგა ამის დრო. დღეს, როგორც არასდროს, დავინახეთ, თუ როგორი გახდა მსოფლიო. ჩვენ მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ მოგვცემენ. ამიტომ, დღეს მეგობრებთან ურთიერთობა უნდა გავამყაროთ",-  განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ასლან ბჟანიამ დაადასტურა, რომ მსოფლიოში ძალიან მძიმე ვითარებაა.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს, რომლებიც მსოფლიოში ხდება. აფხაზეთის ყველა მოქალაქე შეშფოთებულია ამით. თქვენ ალბათ იცით, რომ ჩვენი მოქალაქეები დღეს დონბასში იბრძვიან. არიან, სამწუხაროდ, აფხაზეთის დაღუპული მოქალაქეები", - განაცხადა ბჟანიამ. 

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთში დღეს ჩავიდა და აფხაზ ლიდერს ასლან ასლან ბჟანიას შეხვდა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრი იუწყება.

როგორც აფხაზურ მედიაში წერენ, ისინი ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში სხვადასხვა, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხზე საუბრობენ. დღის წესრიგში, ამავე ცნობით,  ასევე დგას "საერთაშორისო სიტუაციის ანალიზი, არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების" მიმოხილვა.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.