წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პატივი მიაგეს ტრაგიკულად გარდაცვლილი 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას.
შესაბამისი ფოტოები USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
მოზარდებმა სკოლის ეზოში გლოვის ნიშნად საქართველოს დროშა დაუშვეს და სიმბოლურად სანთლები დაანთეს.
"ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი მოსწავლის ოჯახსა და მეგობრებს, ვუსურვებთ მათ გამძლეობას ამ უმძიმეს წუთებში", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გუშინ, 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მოწყობილ შადრევანში მეგობრის დასახმარებლად ჩასული 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. ამ დრომდე კლინიკაში რჩება კიდევ ორი არასრულწლოვანი.
მასალის გამოყენების პირობები