საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ორდღიანი კულინარიული ფესტივალი ჩატარდა.
ფესტივალის ორგანიზატორების ცნობით, ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ იშვიათი და ნაკლებად ცნობილი ტრადიციული სვანური კერძები.
მათივე ინფორმაციით, "გემო ფესტის" მიზანი რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, ადგილობრივი მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდაა.
„გემო ფესტი“ პირველად 2022 წელს რაჭაში გაიმართა. ეტაპობრივად ის, მთელ საქართველოში ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები