საქართველოსთან საზღვაო მიმოსვლაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ - სოჭის ნავსადგური
სოჭის საზღვაო ნავსადგური მოლაპარაკებებს აწარმოებს შავ ზღვაზე "საქართველოსა და აფხაზეთის მიმართულებით სამგზავრო მიმოსვლის თაობაზე". ამის შესახებ TASS - ს სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა იური
ვლადიმეროვმა განუცხადა.
"... . განზრახული გვაქვს [მიმოსვლა] ამ ზაფხულს დავიწყოთ", - განაცხადა მან და დააზუსტა, რომ სოჭიდან საქართველოში მგზავრების ტრანსპორტირება, თავდაპირველად, ბათუმის მიმართულებით იგეგმება.
"ძალიან დიდი მოთხოვნაა საზღვაო მიმოსვლის ახალი მარშრუტებზე. ვეცდებით, ჩვენი ტურისტების მოთხოვნები მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ, განვვითარდეთ ამ მიმართულებით", -. უთხრა გამოცემას ვლადიმეროვმა.
ინფორმაციისთვის, უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის იმედი გამოთქვა. ინიციატივას მხარი მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" დაუჭირა.
მასალის გამოყენების პირობები