ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვები დღეიდან მოიხსნა. გალის რაიონის მცხოვრებლებმა რადიო
"ათინათს" დაუდასტურეს, რომ ხიდი ორივე მიმართულებით გაიხსნა, ისევე, როგორც ფახულანი-საბერიოს საფეხმავლო გადასასვლელი.
ენგურზე ე.წ. საგუშაგო
7 აპრილს აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით ცალმხრივად, ხოლო
საბერიო-ფახულანის საფეხმავლო გადასასვლელი, ორმხრივად ჩაიკეტა, რაც სოხუმმა თბილისში 9 აპრილს დაგეგმილ აქციას და უსაფრთხოების ზომებს დაუკავშირა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში" აცხადებდნენ, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, "მასობრივ საპროტესტო აქციებში ჩასართავად, ორგანიზატორები აქტიურად იზიდავენ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას და გალის რაიონის მცხოვრებლებს", შესაბამისად, ხიდი სწორედ იმიტომ ჩაიკეტა, რომ "მინიმუმამდე დაიყვანათ აფხაზეთის მაცხოვრებლების მონაწილეობა მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დესტრუქციულ პროცესებში".
ამ პერიოდის განმავლობაში, გამონაკლისის სახით, ე.წ. საგუშაგოზე ენგურჰესის თანამშრომლებს და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებს ატარებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები