ახალი ამბები
ზუგდიდის სკოლებში პირველკლასელთათვის 1653 ადგილია
ზუგდიდში, ქალაქისა და სოფლების 51 საჯარო სკოლაში ხვალიდან, 8 ივნისიდან 1653 პირველკლასელის დარეგისტრირებაა შესაძლებელი. სწორედ ამდენი ადგილია დარჩენილი საყოველთაო რეგისტრაციის მესამე ეტაპისთვის. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, რეგისტრაციის პირველ და მეორე ეტაპებზე 542 მოსწავლე უკვე დარეგისტრიდა. ესენი ის ბავშვები არიან, რომელთაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება აქვთ. ასევე, ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში, ან მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია, ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ყველაზე მოთხოვნადი ზუგდიდის პირველი, მეორე და მეოთხე საჯარო სკოლებია.

"თითო კლასში უნდა იყოს 25 მოსწავლე. ამაზე წინასწარ მოკვლევა მიმდინარეობს ხოლმე და თუ რომელიმე სკოლაში არის 30 ბავშვზე მეტის მიღების საჭიროება, იქმნება სხვა პარალელური კლასიც", - განმარტა ბულიამ.

2023-2024 სასწავლო წლისთვის სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ, 8 ივნისს, 09:00 საათზე დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ბავშვები, რომელთაც 1-ელ ნოემბრამდე 6 წელი შეუსრულდებათ, სკოლაში დარეგისტრირებას შეძლებენ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.