აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრად რობერტ კიუტი დაინიშნა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "შინაგან საქმეთა სამინისტროს" თანამშრომლებს უწყების ახალი ხელმძღვანელი რობერტ კიუტი წარუდგინა, რომელმაც ამ "თანამდებობაზე" ვალტერ ბუტბა შეცვალა, წერს
"აფსნიპრესი". მანამდე კიუტი "სახელმწიფო უშიშროების სამსახურის" თავმჯდომარის "პოსტს" იკავებდა.
"სამინისტროს" თანამშრომლებისთვის ბუტბას წარდგენისას, აფხაზმა ლიდერმა დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებას რთული უწოდა და იმედი გამოთქვა , რომ ახალი "მინისტრი" "ნაჩქარევ, მკვეთრ ნაბიჯებს" არ გადადგამს.
ამავე ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკის "სახელმწიფო უშიშროების" სამსახურის თავმჯდომარის მოვალეობას დროებით თემურ ახიბა შეასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები