გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.
სოფელ ლესიჭინესა და ზანას საზღვარზე მეწყერმა ჩხოროწყუ-სენაკის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთი ჩამოშალა, რის გამოც მასზე ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა.
ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცენტრალური გზის დატბორვის გამო ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ჩხოროწყუ-სენაკის დამაკავშირებელ გზაზე და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
გადაუღებელი წვიმების გამო დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები, სახნავ-სათესი სავარგულები, ქუჩები, ასევე ქალაქის ცალკეული უბნები.
მოსახლეობას არ მიეწოდება სასმელი წყალი.
ელექტროენერგიის რჩება ნაკიანის ადმინისტრაციულ ერთეული.
ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი. მობილიზებულია და მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური.
ამავე თემაზე:სტიქია სამეგრელოში - ყველა მუნიციპალიტეტში პრობლემებია
სენაკისა და ფოთის აბონენტებს წყალმომარაგება შეუწყდათ (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები