დოკუმენტი, რომელსაც ხელი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "პირველმა ვიცე - პრემიერმა", ბესლან ჯოპუამ და ნიკარაგუას საგარეო საქმეთა მინისტრმა დენის მონკადა კოლინდრესმა მოაწერეს ხელი, 2023 წლის ღონისძიებების პროგრამას
ითვალისწინებს, კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროებში, აცხადებენ სოხუმში.
"საგარეო უწყების" ინფორმაციით, აფხაზური დელეგაცია "ოფიციალური ვიზიტით" ნიკარაგუაში 18 ივლისს ჩავიდა, სადაც "სანდინისტური რევოლუციის 44 - ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებს ესწრება".
საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა. იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.
სოხუმსა და მანაგუას შორის "სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება" 2021 წელს გაფორმდა.
2022 წლის ნოემბერში კი აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ნიკარაგუაში "აფხაზეთის საელჩოს" გახსნის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი.
მასალის გამოყენების პირობები