ზუგდიდში, დგებუაძის ქუჩაზე მდებარე თხილის საწარმოს ნაწილი დაიწვა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა, ერთ-ერთ ვერსიად ელექტროსადენების გაუმართაობა სახელდება.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო - სამაშველო ბრიგადები, რომელთაც ცეცხლის ლიკვიდირება შეძლეს.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ ეტაპზე უცნობია ზარალის ოდენობა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
მასალის გამოყენების პირობები