აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძებნა გამოცხადდა სოხუმში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილებზე: უზბეკეთის და აზრებაიჯანის მოქალაქეებზე, 31 წლის ოტბეკ სალომოვზე და 25 წლის
ალი იბრაჰიმოვზე.
ამავე ცნობით, მკვლელობა სოხუმის ერთ - ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, 6 აგვისტოს მოხდა. მოკლული, "აფხაზეთის მოქალაქე", თურქეთის მკვიდრი, 56 წლის, რიდვან ხან იფაა.
ინფორმაციას თან ახლავს ძებნილების ფოტოები და საკონტაქტო ნომრები.
მასალის გამოყენების პირობები