აფხაზეთში 3 ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ორ დღეში მომხარ ავტოსაგზაო შემთხვევებს 4 ადამიანი ემსხვერპლა. ამავე ცნობით, მათგან 3 ადგილობრივია და 1 - რუსეთის მოქალაქე.
10 აგვისტოს ბზიფი - რიწის საავტომობილო მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად 1959 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე დაიღუპა. "საგანგებოს" ინფორმაციით, უაზის მარკის ავტომობილი ამობრუნდა, მასში მყოფი კიდევ რამდენიმე მგზავრი დაშავდა და ისინი გაგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
იმავე დღის მეორე ნახევარში სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარასთან მანქანა ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა, შედეგად, ერთი ადამიანია გარდაცვლილი.
მანამდე, 9 აგვისტოს, გაგრის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაიღუპა ავტომობილის მძღოლი, სოხუმის მკვიდრი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა და მანქანაში მყოფი ერთ - ერთი მგზავრი.
მასალის გამოყენების პირობები