ინგირში, თხევადი აირის ბალონის აფეთქების შედეგად, ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სახლში ამ დროს მცირეწლოვნებიც იმყოფებოდნენ, თუმცა სახლში მყოფმა ყველა პირმა უსაფრთხოდ გამოსვლა მოახერხა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა სამზარეულოში გაზის ანთებას ცდილობდნენ.
შენობიდან ნივთებისა და ავეჯის გამოტანა ვერ მოხერხდა.
ცეცხლის ლიკვიდირება მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ბრიგადამ შეძლო.
მასალის გამოყენების პირობები